
პროცესები ტექნიკურად გაუმართავი იყო, რაც აჩენს ეჭვებს, რომ შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მიმდინარეობდა - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია. ნინო ლომჯარიას უწყება დღეს დისტანციური წესით გამართული სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშს წარადგენს.
რა საკითხები მოხვდა სახალხო დამცველის ანგარიშში დეტალურად პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ ომბუდსმენს კითხვის ნიშნები აქვს პოლიციის შენობიდან მოწმეების ჩართვასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ამტკიცებს, რომ ბრალდებულებსა და მათ ადვოკატებს არ ჰქონდათ კონფიდენციალური კომუნიკაციის საშუალება არ ჰქონდათ.
ასევე მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები იყო გამოკვეთილი, ზოგიერთ შემთხვევაში, მოწმე ისეთი ადგილიდან ერთვებოდა, სადაც შეუძლებელი იყო გარკვევა, ამ პირს ვინმე ხომ არ ჰკარნახობდა ან წინასწარ დაწერილ ჩვენებას ხომ არ კითხულობდა, - ამბობს იგი.
ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს აქვს რეკომენდაციები აქვს იუსიტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ასევე საქართველოს პარლამენტის მიმართ შესაბამისი კანონმდებლობის მიღების კუთხით.