
22 წლის ბექა ხონელიძე 128 ლარის ღირებულების ჯართის ქურდობის მცდელობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით გაუშვა საპატიმროში. მსჯავრდებული 19 ოქტომბერს, სასამართლოს დარბაზში დააკავეს და ქსნის მე-15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პატიმარი ბრალს არ აღიარებს. ბექა ხონელიძის ინტერესების დამცველი "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ საქმეში არ დევს არცერთი მტკიცებულება, რაც ბექა ხონელიძის ბრალს დაადასტურებს. მისი თქმით, 22 წლის ახალგაზრდა ცრუ ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ბექა ხონელიძე 2020 წლიდან პირობით სასჯელს იხდის. სასჯელის ვადა მას 2025 წელს ეწურება. მსჯავრდებულის ადვოკატი, ვახტანგ დვალიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ პირობითი სასჯელია მიზეზი, რის გამოც ბექა ხონელიძე დააკავეს და ის დანაშაული „მიაკერეს, რომელიც მას არ ჩაუდენია“