
რამდენად შეეძლო და რამდენად განახორციელა სახელმწიფომ თავისი ვალდებულება, დაეცვა გიორგის სიცოცხლე - ეს არის მთავარი კითხვა სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლისთვის. ნონა წოწორია, ტელეკომპანია „მთავართან” ინტერვიუში იმ ბუნდოვან საკითხებზე საუბრობს, რაც სტრასბურგის სასამართლოსთვის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ფეხბურთელის საქმეში ყველაფერი რიგზე არ არის.
ევროსასამართლოს სტანდარტებიდან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, ასევე ხომ არ ჰქონდა სახელმწიფოს შესაძლებლობა ამ ადამიანის გადარჩენის და თუ ჰქონდა შესაძლებლობა, როგორ მოიქცა ის. კითხვის ნიშნები ჩნდება 112-ის ზართან დაკავშირებითაც. მეორე საკითხია შემთხვევის ადგილის დაცულობა, ეს მონაკვეთი საერთოდ ვერ უძლებს კრიტიკას, - ამბობს ნონა წოწორია.