
ბოლო 24 საათში საქართველოში:
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს, 15 ივლისს დადასტურებული სამი შემთხვევა იმპორტირებულია. აქედან ორი ინფიცირებული სატვირთო მანქანის მძღოლები არიან, მესამე კი საკარანტინე სივრცეში დადასტურებული შემთხვევაა. კიდევ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროს ძიება კი, ახლაც გრძელდება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში სულ დადასტურებული 1003 შემთხვევაა, გარდაცვლილია 15 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 873.
მსოფლიოში კი კორონავირუსის მაჩვენებელმა 13 მილიონს გადააჭარბა.