საბურთალოდან წასული მანქანების მძღოლების ჩვენებები - ახალი მასალები შაქარაშვილის საქმეში

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის ახალი მასალები - საბურთალოდან ნაცემი ბიჭების წამოსაყვანად ნარეკვავში წასული ჰიუნდაისა და ლექსუსის მძღოლები 19 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ. ორივე ავტომობილი თითქმის ერთდროულად მივიდა არაგვის ხიდთან, სადაც მხოლოდ ბესო ქათამაძე და ვახო ახვლედიანი დახვდათ, რომლებიც თეთრ "ტოიოტა პრიუსის" მარკის ტაქსში ისხდნენ და სამივე მანქანა თბილისისკენ ერთად დაიძრა. 

მათი თქმით, არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ბავშვებს რომ დახმარება სჭირდებოდათ, მათ უბანში შეიტყვეს. ისინი თბილისიდან ცალცალკე დაიძრნენ და დანიშნულების ადგილას თითქმის ერთდროულად მივიდნენ. ახალგაზრდების თქმით, ბესო ქათამაძეს საკმაოდ ძლიერი დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ჩხუბის შესახებ იქ არ უსაუბრიათ. კითხვაზე პასუხად, ვინმეს მოძებნა ხომ არ იყო საჭირო, მათ უარყოფითი პასუხი მიიღეს. ისინი ამბობენ, რომ ადგილზე გიორგი შაქარაშვილი არავის უხსენებია.  

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ მათ ავტორებს კონკრეტულად არ ახსოვთ, უკვე უბანში გაგრძელებულ საუბარში კონკრეტულად ვინ საუბრობდა არაგვის პირას მომხდარი ჩხუბის შესახებ. 

ასევე ამ ჩვენებებიდან ვიგებთ, რომ მესამე მანქანის შესახებ, რომელიც მათ არაგვის ხიდთან დახვდათ, წინასწარ არაფერი იცოდნენ, ეს მანქანა კი მათ მეზობელს კახა სანდოძეს ეკუთვნის. 

ადვოკატები, რომლებიც დაკავებულებს იცავენ, კვლავ აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა წინააღმდეგ არ იკვეთება დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც მათი ბრალის დამძიმებას განაპირობებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი