საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება

გამოქვეყნდა:

დღეს ჩვენებას ბრალდებული გიორგი რურუა მისცემს და ამით დაცვის მხარე საკუთარი მოწმეების გამოკითხვას დაასრულებს.

როგორც რურუას ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, "მთავარი არხის" დამფუძნებელი დღეს დეტალურად მოყვება, რა მოხდა მისი დაკავების დღეს და კიდევ ერთხელ დაასახელებს იმ სამართალდამცველებს, ვინც მისთვის იარაღის ჩადებაში იღებდა მონაწილეობას.

მოლოდინები არ გვაქვს და ვერ გვექვენება, იმიტომ რომ გიორგი რურუა ციხეში იმყოფება არა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე და შესაბამისად, რა პოლიტიკური დაკვეთაც იქნება, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლოს მიერ, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი.

ფრაქცია ''ევროპული საქართველოს'' წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ გიორგი რურუას უტიფრად ჩაუდეს იარაღი და ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე.

ჩვენ ვხედავთ ამერიკელებს, ევროპარლამენტარებს, რომლებიც კონკრეტულად საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია გიორგი რურუას პატიმრობიდან გამოშვება იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე, ამის მოტივი იყო იმ პროტესტის მხარდაჭერა და იმ მედიის მხარდაჭერა, რომელსაც გიორგი ღიად და აქტიურად ეწეოდა, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

გრიორგი რურუას დაკითხვით დასრულდება დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ამის შემდეგ იქნება მხარეების დასკვნითი სიტყვები და შემდეგ განაჩენი. საბოლოო ვერდიქტი დაახლოებით ერთ თვეში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება რურუას იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას ედავება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი