გურამიშვილის გამზირზე ავტობუსი მანქანას შეეჯახა - დაზიანებულია 10 მანქანა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. 

არსებული ცნობით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რამაც შეჯახება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაზიანდა 10 ავტომობილი.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

"მთავარი არხის" ვებგვერდი მომხდარის დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. უწყების კომენტარი მიღებისთანავე აისახება მასალაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი