სოფელ კარდენახში მაღაზია "მაგნიტის" აფეთქება სცადეს. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით,  2-დან 3 საათამდე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, დილით კი მაღაზიის კარის მინა ჩამსხვრეული დახვდათ. მათივე თქმით, შენობას 2 ასაფეთქებელი საშუალება ესროლეს, აქედან მხოლოდ ერთი ამოქმედდა.

პოლიციამ ვიდეოკამერის ჩანაწერები უკვე ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით აღძრა. იყო თუ არა მაღაზიის მიმართულებით ნასროლი, ხელყუმბარა, გამოძიება დაადგენს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი