გომში, ერთ-ერთ სასადილოში, თურქ კაცსა და ქართველ ქალს სცემეს

გამოქვეყნდა:

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომთან, სასადილოში ჩხუბი იყო. არსებული ინფორმაციით, პირებმა, რომლებიც თვითმხილველების ცნობით, აზერბაიჯაინის მოქალაქეები არიან, ფიზიკურად იძალადეს თურქ კაცსა და ქართველ ქალზე - ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს. 

დაშავებულები ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის განმარტებით, ქალს თავის ღია ჭრილობა, ხოლო კაცს თავის ზედაპირული ტრავმა აღენიშნებოდა .

სასადილო, სადაც ინციდენტი მოხდა, თურქეთის მოქალაქეს ეკუთვნის, დაწესებულებაში ხშირად ჩერდებიან ტრაილერების მძღოლები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი