
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, 25 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 25 წლის გიგა არჯევნიშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით დაჭრეს, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების ცნობით, მძიმე დაზიანებები მიიღო ინციდენტში მონაწილე პირმა, წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა. მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამაჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამავე თემაზე: