რატომ არ დაიწყო გიორგი შაქარაშვილის ძებნა 19 ივნისის ღამეს - ახალი მასალები საქმეში

გამოქვეყნდა:

რა მოხდა 19 ივნისის ღამეს და რატომ არ დაიწყეს შემთხვევის ადგილზე მისულმა საბურთალოელებმა დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ძებნა - საქმის ახალი მასალებიდან ირკვევა, რომ "ტოიოტას" მარკის ტაქსში მჯდომმა პირებმა 19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდნენ. თუმცა, თბილისისკენ მიმავალ გზაზე დიჯეი კოკო ღიბრაძე ერთხელ ახსენებს, რომ ვიღაცეები ჩხუბის შემდეგ დაკარგულები არიან. 

საქმის მასალებიდან ცნობილი ხდება, რომ დიჯეი კოკო ღიბრაძე იჯდა "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილში. ღიბრაძემ თბილისისკენ მიმავალ გზაზე ახსენა, რომ რამდენიმე ადამიანია მოსაძებნი, თუმცა კონკრეტული გვარები ვერ გაიხსენა. ქათამაძე და ახვლედიანი ისხდნენ "ტოიოტას" ტაქსში, რომელშიც მსხდომ პირსაც "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილიდან დაურეკეს. ზარის განხორციელების მომენტში ტაქსი უკვე მოშორებული იყო შემთხვევის ადგილს და ის უკან აღარ დაბრუნებულა. 

ტოიოტას მარკის ავტომანქანაში მსხდომი ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ ახვლედიანის და ქათამაძისთვის მათი მისვლის შესახებ სპეციალური ნიშნით უნდა ენიშნებინათ, რადგან ისინი შეშინებული იყვნენ და იმალებოდნენ. სწორედ "ტიოტას" მარკის ავტომობილის ჩასვლისას მიდიან შემთხვევის ადგილზე ჰიუნდაის და ლექსუსის მარკის მანქანები, თუმცა იქ არ ჩერდებიან და ბრუნდებიან უკან, თბილისის მიმართულებით, რადგან იქ აღარავინ ხვდებათ. 

ტოიოტას მარკის ავტომანქანაში მსხდომი პირის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ახვლედიანი და ქათამაძე შეშინებულები იყვნენ,  ქათამაძეს კი დაზიანებები ეტყობოდა. ამ პირის ჩვენებით, არც ერთს გიორგი შაქარაშვილი გზაზე არ უხსენებია. 

ჩვენებებიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე ჩასულ საბურთალოელებს გიორგი შაქარაშვილის ძებნა არ დაუწყიათ. ეს ჩვენებები საქმის მასალების მე-18 ტომშია ასახული. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი