ქურდობა გორში - მშვიდობის გამზირზე უცნობმა პირებმა საცხოვრებელი სახლი გატეხეს. წაღებულია ტექნიკა და ძვირადღირებული სამკაულები.შემთხვევის ადგილზე გორის პოლიცის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
დაზარალებული მამუკაშვილების ოჯახი ვარაუდობს, რომ ქურდები ფანჯრიდან შევიდნენ. მათი თქმით, ანალოგური მეთოდით უცნობი პირები მათს სახლში რამდენიმე თვის წინაც შეიჭრნენ და ძვირფასეულობა მოიპარეს. მათი თქმით, ზარალი 20 000 ლარს აღწევს. ორივე შემთხვევაში დაიწყო გამოძიება, მაგრამ ქურდები დაკავებულები არ არიან. დაზარალებულები ნივთების დაბრუნებას ითხოვენ.
"წაიღეს პირველად რომ გაქურდეს რაც ოქრო მქონდა და ახლა წაიღეს ტელევიზორები, ოქროები კიდე მქონდა, ნათლობის ჯვრები წაიღეს. პოლიციას მივმართე და ანაბეჭდების აიღეს",- ამბობენ დაზარალებულები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, გომელაური უწყება სავარაუდო დამნაშავეების კვალზე ამ დრომდე ვერ გავიდნენ.