58 წლის უსინათლო ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა - მოძალადე მფარველების დახმარებით, ციხიდან 2 თვეში გამოუშვეს

გამოქვეყნდა:

58 წლის უსინათლო ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მოძალადე გავლენიანი მფარველების ჩარევის შემდეგ ციხიდან ორ თვეში გამოუშვეს, წინანდალი პანიკაშია და შველას ითხოვს.

58 წლის უსინათლო ქალი შველას ითხოვს. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ღამეს შიშით ათევს, რადგან მოძალადე ორთვიანი პატიმრობის შემდეგ გავლენიანი მფარველების ჩარევის შემდეგ გირაოთი გამოუშვეს და ნებისმიერ დროს შესაძლოა ქალზე შური ისევ იძიოს.

ნანა ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ მისმა მეზობელი ზაზა მატიაშვილი ღამით ​​​​​ღობეზე გადაძვრა, სახლის კართა ჩასაფრება მოუწყო და როდესაც  გარეთ გამოვიდა თავს დაესხა.

უსინათლო ქალმა დააფიქსირა, რომ მოძალადეს ხელებზე თაბაშირი ჰქონდა. ზუსტად მიხვდა, რომ მასზე სექსუალურ ძალადობას მისივე მეზობელი 48 წლის ზაზა მატიაშვილი ცდილობდა. მატიაშვილის  სახლიდან გასვლის შემდეგ მსხვერპლი საკუჭნაოში ჩაიკეტა და ახლობლებს საშველად დაურეკა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ დამნაშავის იდენტიფიცირება ხელებზე თაბაშირის გამო მალევე მოახერხა და იმ ღამესვე ზაზა მატიაშვილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, 2 თვის შემდეგ კი ისე რომ დაზარალებულ ოჯახს არ შეატყობინეს 5000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. სოფელ წინანდალში იციან, რომ ბრალდებულს მფარველობენ.

სოფელ წინანდალში მოსახლეობა შოკშია. ამბობენ, რომ მატიაშვილის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი მისგან სხვა ქალებიც ყოფილან.

ძალადობის მუხლით ბრალდებული ზაზა მატიაშვილი ახლა თავისუფალია. არავინ იცის სად არის. მისი სახლი დაკეტილია და მისი ოჯახის წევრები 25 დეკემბრის შემდეგ  წინანდალში აღარ გამოჩენილან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი