ზუგდიდში დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში დაჭრილი არასრულწლოვანი ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს, 14 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. 

არასრულწლოვანი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი