"ინფორმაციას ვერ გავცემ" - მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ზუგდიდში, 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა. იგი სამხარეო პოლიციაში დედის თანდასწრებით დაიკითხა.

პოლიციის განყოფილება ცოტა ხნის წინ დატოვა ბრალდებულის ადვოკატმა, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას არ გასცემს.

"ძალიან ცუდად არის დაკავებული და არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებით, მე ინფორმაციას ვერ გავცემ," - განაცხადა ადვოკატმა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. ყველა მათგანი მშობლებთან ერთად დაიკითხა.

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი 17 წლის ბიჭი გუშინ საღამოს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზუგდიდში 15 წლის მოზარდი გუშინ, 20 ნოემბერს საღამოს საათებში მოკლეს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი