უმძიმესი ტრაგედია ზუგდიდში | რა მოხდა სტადიონზე, სადაც 15 წლის ბიჭი მოკლეს

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედია, რომლის შეჩერებაც ვერავინ შეძლო. ზუგდიდში 15 წლის მოზარდის მკვლელობა საჯარო, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას, რამდენიმე ათეული ახალგაზრდის ჩხუბის დროს მოხდა.

სტადიონთან, სადაც ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ და შემდეგ გაურკვეველი მიზეზით ჩხუბი დაიწყო, საპატრულო პოლიცია მხოლოდ მკვლელობის შემდეგ მივიდა, სასწრაფო კი თავად მომაკვდავის თხოვნით გამოიძახეს, ჩხუბის დასრულების შემდეგ.

სავარაუდო დამნაშავე პოლიციას დაკავებული ჰყავს მაგრამ რა იყო მისი მოტივი გაუგებარია. ისევე, როგორც უცნობია, იყო თუ არა დაღუპული თავდამსხმელის სამიზნე, თუ მკვლელობა ჩხუბში არეულობის შედეგად მოხდა.

ავტორები: ემა გოგოხია, ნინა მაჩაბელი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი