ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას მეტროსადგურების განახლებაზე - კალაძე

გამოქვეყნდა:

"მადლობა აზიის განვითარების ბანკს. მე პარალელურად მინდა გითხრათ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომელიც მოიცავს მეტროსადგურების განახლების პროექტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები. ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას აღნიშნული სამუშაოების ჩატარებაში, ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, რომ პირნათლად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მოგვეცემა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ უცხოურმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ ტენდერებში, რომლებიც იქნება გამოცხადებული".

განაცხადა თბილისის მერმა, კახა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზემეტროების რეაბილიტაციაზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი