ორ მეტროსადგურზე იგეგმება დამატებითი ამოსასვლელის მოწყობა, 12-ზე მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს პროექტი თბილისი მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მილიონი დოლარი იქნება.

პროექტი მოიცავს ოთხ მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდას, ორზე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას და 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

"პროექტი მოიცავს თბილისის 4 მეტროსადგურზე, ახმეტელი, დიდუბე, დელისი, ტექნიკური უნივერსიტეტი მისაწვდომობის გაზრდას, დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას ახმეტელის თეატრისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების ტერიტორიაზევე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის, ესენია - ღრმაღელე, ნაძალადევი, ვაგზალი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, სამასი არაგველი, ისანი, ტექნიკური უნივერსიტეტი, დელისი, დიდუბე და ახმეტელი", - თქვა კახი კალაძემ. 

მისივე განცხადებით, შერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია და აღჭურვა მოხდება შშმ პირებისთვის.

კალაძის თქმით, ამჟმად კომპანიების შეფასება ხდება, რომლებმაც ინტერესი გამოხატეს მეტროების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადების კუთხით. მერი ამბობს, რომ  გადარჩეულ კომპანიებს შორის ჩატარდება კონკურსი. ტექნიკური და ფინანსური წინადადებების შეფასების შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი სავარაუდოდ, მაისში გაფორმდება.

მერი ამბობს, რომ საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ვადა 10 თევა, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი