ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში - სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 2 ადამიანი ქუჩაში დაჭრეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომობილში ჩაჯდა და ადგილიდან წასვლას ცდილობდა. გუჯა ბერაძე ავტომობილში დაიღუპა.
დაჭრილია კიდევ ერთი, 40 წლამდე ასაკის პირი. ირაკლი კიკნაძე საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ვინ ისროლა, ამ დრომდე უცნობია. ადგილობრივების თქმით, ამ დრომდე დაკავებული არავინაა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.