სისხლიანი ანგარიშსწორება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მოკლულია 50 წლამდე მამაკაცი. გუჯა ბერიძე საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შეიარაღებულ დაპირიპირებას წინ სუფრაზე დაწყებული კამათი უძღოდა, თუმცა რა მოხდა მეზობლებს შორის და რატომ გაწირეს სასიკვდილოდ ბერიძე უცნობია.
სროლის ხმაზე გამოსულმა ადგილობრივებმა ბერიძე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი, რამდენიმე მეტრში სისხლის გუბეში კი სუფრის კიდევ ერთი მონაწილე იპოვეს. ირაკლი კიკნაძე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. დამნაშავე კი შეიარაღებული გარჩევის ადგილიდან მიიმალა.