ხარაგაულში სისხლიანი დაპირისპირების შედეგად დაჭრილი მამაკაცი პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც ირაკლი კიკნაძე იხსენებს, იმ კაცს, ვინც გაისროლა, არ იცნობდა და სტუმრად ნაცნობმა მიიყვანა. მათ მალე შეურთდა გუჯა ბერაძე, ისინი ციხის შესახებ საუბრობდნენ, მალევე ნუკრი თხელიძემ გაისროლა, ჯერ ირაკლი კიკნაძის, შემდეგ კი გუჯა ბერიძის მისამართით, შემდეგ კი თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა.
დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჭრილობები ფეხის არეში აქვს და ქირურგიული დამუშავება ჩუტარდა. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ხარაგაულში მომხდარი დაპირიპსირების დროს ერთი მამაკაცი დაიღუპა, მეორე დაიჭრა.