ექვსი წელი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან - პასუხგაუცემელი შეკითხვები საქმეზე

გამოქვეყნდა:

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წელი გავიდა. გამოძიების მიმართ, რომელიც თვითმკვლელობის ვერსიამდე მივიდა, ამ დრომდე ბევრი კითხვა არსებობს. პასუხგაუცემელია საეჭვო ფაქტებიც ამ საქმეში და გარემოებებიც, რომელთა პირობებშიც გარდაიცვალა რუსთავი 2-ის დამაარსებელი. დიდი ალბათობით, სწორედ ტელეკომპანია და მისი წილები იყო ეროსი კიწმარიშვილის სიცოცლის ბოლო თვეების უმთავრესი პრობლემა.

ფაქტია, რომ სწორედ კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში, ქიბარ ხალვაშმა, რომელიც ათი წელი დუმდა, სარჩელი შეიტანა სასამართლოში. 

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არის აღმოჩენილი იმ დე-ენ-ემ-ის კვალი იარაღიდან, რომელიც მაშინ კიწმარიშვილს მანქანაში უპოვეს, ასევე არ არის დადგენილი პირი, რომლის თითის ანაბეჭდებიც აღმოჩნდა მანქანაზე.

სიცოცხლის განმავლობაში, ეროსი კიწმარიშვილს არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამს, რომ სწორედ ის იყო "რუსთავი ორის" გასაღები და მან ყველაზე მეტი იცოდა ამ საქმის შესახებ. 

უკვე ოთხი წელია, პროკურატურას ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე დახურული აქვს - ოფიციალურ ვერსიად კი საგამოძიებო უწყებამ თვითმკვლელობა გამოაცხადა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი