ორი ჭიქა დალიეს, საერთოდ არ ვიცნობდი, პირველი მე მესროლა, მერე გუჯას - ხარაგაულში დაჭრილის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, დაპირისპირების დროს დაჭრილი ირაკლი კიკნაძე მომხდარის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, მასთან სახლში მივიდა ნუკრი თხელიძე, რომელსაც პირადად არ იცნობდა და მისი ნაცნობი - გუჯა ბერაძე. კიკნაძე ყვება, რომ სუფრასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, გარეთ გასვლის შემდეგ კი თხელიძემ ჯერ მას, შემდეგ გუჯა ბერაძეს ესროლა.

გუჯა ბერაძე ადგილზევე გარდაიცვალა, ირაკლი კიკნაძე კი ზესტაფონის კლინიკაშია გადაყვანილი.

"ჩემთან შემოვიდნენ, ორი ჭიქა დალიეს, მერე გუჯა მოვიდა და ციხის თემაზე ლაპარაკობდნენ რაღაცას. პირველი მე მესროლა, იმიტომ რომ მანქანის წინ პირველი მე ვიდექი, რომ გამოვაცილე ჭიშკარში მაშინ. [გამიზნულად გესროლათ?] კი, არ ვიცი არაფერი, საერთოდ არ ვიცნობდი იმას. მარტო ციხის თემაზე ლაპარაკობდნენ გუჯა და ეს პიროვნება, [გუჯა] ადრე იყო ნასამართლევი, 15-20 წლის უკან, [ეს კაციც] როგორც ვიცი ახალი გამოსულია, ჩემ შემდეგ 2 გასროლა გავიგონე და მანქანას ამოვეფარე, მერე მანქანამ ჩაიარა, გუჯა იჯდა", - ყვება დაჭრილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი