სავარაუდო გარყვნილი ქმედება 8 წლის ბავშვის მიმართ | სამეგრელოში, დაკავებულია არასრულწლოვნის ბიძა

გამოქვეყნდა:

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 8 წლის გოგოს მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 28 წლის კაცი დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ბიძიაა. როგორც ოჯახის წევრს, მას ბავშვთან ხშირი კომუნიკაციისა და მარტო დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა. 

ამ დროისთვის გამოკითხულია ბავშვი დედასთან ერთად. არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ჯერ არ არის ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი არასრულწლოვანის ვიზუალური დათვალიერებებისა, ჩვენებების ერთობლიობის საფუძველზეა დაკავებული.

ავტორი: ემა გოგოხია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი