სპეცოპერაცია ქობულეთში - დაკავებულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი

გამოქვეყნდა:

გვიან ღამით ქობულეთში, სპეცოპერაციის შედეგად, კანაფი ამოიღეს. დაკავებულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. 

"მთავარმა არხმა" მოიპოვა კადრები, რომელშიც ჩანან ერთ-ერთ სახლთან მობილიზებული სამართალდამცველები. პოლიციელები იმყოფებიან ეზოშიც, სადაც, სავარაუდოდ, ამოღებული კანაფია.

ადგილობრივთა ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები აღმაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც 60 ძირზე მეტი კანაფი ამოძირკვეს.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია შინაგან საქმეთა სამინისტროს. ადგილობრივები კი ყვებიან, რომ კანაფის პლანტაციის შესახებ იცოდა პოლიციის უფროსმა, თუმცა ოჯახს მფარველობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი