
ხუთი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე. BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამობრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია იყო მობილიზებული. დროებით შეფერხდა საავტომობილო გადაადგილება ავტომაგისტრალზე.