ჩოლოიანის სასამართლო - ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის პროცესზე ბრალდების მხარე დაიკითხება

გამოქვეყნდა:

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მარიანა ჩოლოიანი ლუკა სირაძეს ჩვენების მიცემას აიძულებდა. გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ადვოკატი ამბობს, რომ გამომძიებლის წინააღმდეგ არსებობს უტყუარი ფაქტები, სადაც იკვეთება ჩოლოიანის ბრალი.

დაცვის მხარე კი ირწმუნება, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ არ არსებობს სამხილი. ადვოკატის აზრით, თუ სასამართლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლებს ის ჩოლოიანს უდანაშაულოდ ცნობს.

სამართლიანი სასამართლოს პირობებში, სასამართლომ უნდა გამოიტანოს ერთადერთი, გამამართლებელი განაჩენი, - ამბობს ადვოკატი გაგი მოსიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი