ფემიციდის ფაქტი თერჯოლაში. ცოტა ხნის წინ, მაღაზია "მაგნიტში" ახალგაზრდა კაცი შევიდა, სადაც მისი ყოფილი ცოლი მუშაობდა და ქალს ბენზინი შეასხა. როგორც ცნობილია, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ამის შემდეგ კაცმა თვითმკვლელობაც სცადა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მაღაზიის კიდევ ერთი თანამშრომელი.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.