კაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი მოკლა, ნასამართლევია და შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თერჯოლაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა, მაღაზიის მენეჯერია. 

თვითმხილველების ინფორმაციით, მას ყოფილმა ქმარმა ასაფეთქებელი სითხე შეასხა, შემდეგ კი ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღო სხვა თანამშრომლებმაც.

დაუდასტურებული ინფორმაციით, მკვლელი ნასამართლევია. ისინი რამდენიმე წლის გაშორებულები იყვნენ და კაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.  

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებით ჯერჯერობით უცნობია.

ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებს შემთხვევის ადგილზე აწარმოებენ. 
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი