
დღეს საქალაქო სასამართლოში იწყება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დეტექტივის საქმის განხილვა, რომელმაც თავად ჩაიდანა დანაშაული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ალექსანდრე იორდანიძეს ორი წლის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აქვს ბრალი წარდგენილი, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილის ოჯახის უფლებადამცველის თქმით, პოლიციელი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ორ ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. დეტექტივი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ავტოავარიაზე, ორი წლის განმავლობაში, მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იორდანიძე დააწინაურეს კიდეც. იგი მხოლოდ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ, ერთი თვის წინ დააკავეს.
ორი წლის შემდეგ დაიდო შემაჯამებელი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ნათლად არის აღნიშნული, რომ ეს ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია ბრალდებულის დაუდევრობამ და გაუფრთხილებლობამ, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი.