აშშ-ს მოქალაქე სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე დაზარალებულის სტატუსს ელოდება - EMC

გამოქვეყნდა:

ერთ წელზე მეტია შეერთებული შტატების მოქალაქე დაზარალებულის სტატუსს ელოდება - საქმე სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს ეხება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის შეფასებით, გამოძიება არაეფექტიანად მიმდინარეობს. მათი განმარტებით, შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცრება  ამ დრომდე არ მომხდარა. ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დროული, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარებიკენ მოუწოდებს.

ამ დრომდე არ განხორციელებულა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, რაც შესაძლებლობას გვართმევს გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მონიტორინგი გავუწიოთ მას. როდესაც მივმართავთ პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და მათ შორის, სასამართლოს, პასუხად ვიღებთ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, - ამბობს EMC-ის წარმომადგენელი. 

შეერთებული შტატების მოქალაქე საქართველოში, სტუდენტური გაცვლითი პროგრამით 2019 წლიდან იმყოფებოდა. სავარაუდო გაუპატიურების საქმეზე გამოძიება 2019 წლის თებერვალში დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი