"შერიგებას სთხოვდა ჩემი შვილი, ჯავრობდა..." - ამის შესახებ თერჯოლაში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის დედა საუბრობს. ამბობს, რომ წყვილი თანაცხოვრების დროს ხშირად კამათობდა და ის ასევე ადასტურებს, რომ მის შვილზე შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი.
"ყოველ წუთში სთხოვდა შერიგებას, შერიგებას სთხოვდა, ჩემი შვილი რძალს, ჯავრობდა რომ ცოლ-შვილი სახლში არ ჰყავდა, მას მისი სიკვდილი არასდრის არ უნდოდა, უყვარდა... არ ვიცი, საწვავი რატომ წაიღო, სად იპოვა ან სად ნახა, ფიზიკურად ჩემი შვილი არ უსწორდებოდა და ისე სიტყვიერად კი
კამათობდნენ, სამსახურში და სახლში რომ აკითხავდა, შემაკავებელი მაგიტომ ჰქონდა გამოწერილი" - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.
შეგახსენებთ, რომ კაცმა ყოფილი ცოლი თერჯოლაში გუშინ მოკლა.