ხელისუფლება სიძულვილის ენით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების ოპონენტები "ქართული ოცნების" წიასაარჩევნო სტრატეგიაზე საუბრობენ. ოპოზიციის შეფასებით, ოპონენტებისადმი სიძულვილის ენით გამორჩეული ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა, უკვე მიანიშნებს, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებას სწორედ სიძულვილის ენის, ძალადობისა და არადემოკრატიული მეთოდების გამოყენებით შეეცდება.

მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, "ქართული ოცნება" ძალაუფლების მითვისებისთვის ემზადება, თუმცა მათ ამის უფლებას არც ოპოზიცია და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მისცემს.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება შეეცდება არჩევნებში უხეშად ჩარევას და კრიმინალური სამყაროს გამოყენებას, მას დასავლეთი სერიოზულ სანქიციებს დაუწესებს.

ხელისუფლება ტრადიციულად ემზადება ძალაუფლების მითვისებისათვის, რის საშუალებასაც არც ოპოზიციური სპექტრი მივცემთ და არც საერთასორისო თანამეგობრობა, - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

"გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, განხორციელდება ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებზე და მათ ოჯახებზე.

იქნება გამოყენებული, ცხადია, კრიმინალური სამყარო. უბნის ავტორიტეტები და ვიღაცები, რომლებიც ახდენენ ხოლმე ხალხის მობილიზებას საარჩევნო უბნებთან, - განმარტავს ჯაფარიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი