აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპს საუდის არაბეთის სამეფო პრინცი მუჰამად ბინ სალმანი შეხვდება. მოგვიანებით კი ორმხრივი შეხვედრები გაიმართება და მხარეები რამდენიმე შეთანხმებას მოაწერენ ხელს. იგეგმება დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლა აშშ-საუდის არაბეთის საინვესტიციო ფორუმზე.
ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.
ცნობისთვის, საუდის არაბეთში ვიზიტი დონალდ ტრამპის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მეორე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში.