"საქართველოსთან მიმართებით ვხედავთ, სამწუხაროდ, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში ლიდერების არაკვალიფიციურობა ბევრ რამეს ნეგატიურ კალაპოტში აქცევს. საქართველო არის ტესტი, როდესაც ხედავთ თავქარიან დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვხედავთ უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა პოლიტიკაში."
თქვა "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში.
პაპუაშვილი უნგრეთში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე იმყოფება.