პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. შესაბამისი განცხადება პოდოლიაკმა The Breakfast Show-ს ეთერში გააკეთა.

პოდოლიაკის თქმით, ზელენსკი რუსეთის რომელიმე სხვა წარმომადგენელთან შეხვედრას არ აპირებს. ის აღნიშნავს, რომ შესაძლო ორმხრივ შეხვედრას უფრო დაბალ ეშელონებში აზრი არ აქვს.

"რა თქმა უნდა არა [პუტინის გარდა ვინმე სხვა წარმომადგენელს თუ შეხვდება]. ეს ხომ ფორმატი არ არის. პრეზიდენტი ვერ შეხვდება... ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია. გასაგებია, რომ ადამიანები მინისტრების ფორმალური სტატუსით არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება მიიღონ ესე თუ ისე გადაწყვეტილებები. ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რომ მიიღოს" , - თქვა პოდოლიაკმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი