ხაშურში მონაზონზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო - დაკავებულია 2 პირი

გამოქვეყნდა:

ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი თავდასხმის საქმეზე 2 პირი დააკავეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, უცნობი პირები მონასტერში შეიჭრნენ და მონაზონს თავს დაესხნენ, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ასევე, მონაზონზე სავარაუდოდ, სესუალურად იძალადეს.

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

ავტორი: გიორგი ახალკაცი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი