"ვვარაუდობთ, რომ აზერბაიჯანის მითითებით დააკავეს" | ალიევის რეჟიმს გამოქცეული აქტივისტი დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი აქტივისტი დახმარებას ითხოვს - ალიევის რეჟიმს გამოქცეული ტელმან ალახვერდიანი საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად მოდიოდა, თუმცა, როგორც მისი ადვოკატი ამტკიცებს, ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველოში შემოსვლისთანავე დააკავეს.

უფლებადამცველის თქმით  მუხლი, რომლითაც ზარბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, არცერთ საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამება. 

"29 სექტემბერს დამირეკა და მთხოვა შეხვედრა. მითხრა, რომ გამოექცა რეჟიმს და იძულებული გახდა საზღვარი უკანონოდ გადმოეკვეთა. სამართალდამცველებს ჩაბარდა. სასაზღვრო პოლიციამ იგი გაათავისუფლა, რათა მიგრაციის სამსახურისთვის მიემართა. მან უწყებას მიმართა. 1 კვირაში დაიბარეს და პოლიტიკურ თავშესაფარზე უარი უთხრეს, საემიგრაციო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ ტელმანი დაააკავეს. ვვარაუდობთ, რომ ის აზერბაიჯანის მითითების გამო დააკავეს",- ამბობს ავთანდილ მამედოვი, უფლებადამცველი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი