ფემიციდი ქვეყანაში - 2022 წლის 10 თვეში ყოფილმა ქმარმა, თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა

გამოქვეყნდა:

განზრახ მკვლელობა ჩადენილია სისასტიკითა და სადიზმის მძიმე ფორმით. პოტენციური მოძალადეებისთვის წამახალისებელი რომ არ გახდეს, მედიას არ აქვს უფლება შემზარავი სურათი აღწეროს. თუმცა ორი დღის წინ თერჯოლაში როგორ მოკლა ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი, ორი შვილის დედა -  ყველამ ჩვენგანმა კარგად იცის. ვიტირეთ, დავგმეთ, სოციალურ ქსელში გავბრაზდით, აქციაც გავმართეთ მაგრამ ფემიციდის პრობლემას  რამდენიმე დღიანი ან კვირიანი პროტესტი ვერ უშველის. რადგან ის იმდენად ფესვებგადგმული და მასშტაბურია, 
რომ ეროვნული მნიშვნელობის პრობლემის სტატუსი ბევრად უფრო ადრე უნდა შეეძინა. დაუსჯელი მოძალადეების წინააღმდეგ და ფემიციდის შეჩერებისთვის ხმა უნდა აიმაღლოს ერმაც, ბერმაც, მთავრობამ და ეკლესიამ ერთად - ყველა იმ ინსტიტუციამ რომელსაც საზოგადოებაზე გავლენა აქვს. 

2022 წლის პირველ 10 თვეში ანუ ოქტომბრის ჩათვლით  - ყოფილმა ქმარმა თუ პარტნიორმა 16 ქალი მოკლა, ქალების მკვლელობის მცდელობის კი 20-ზე ფაქტია ოფიციალურად აღრიცხული. ასე შეხვდა ქვეყანა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც გუშინ, 25 ნოემბერს იყო.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი