ძალადობის მსხვერპლი მონაზონი - ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი დანაშაულის დეტალები

გამოქვეყნდა:

იძალადეს და გააუპატიურეს მონასტერში - ძალადობის მსხვერპლი  70 წლის მონაზონია. ხანდაზმული დედაო ისე სასტიკადაა ნაცემი, რომ ის ხაშურიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა. 70 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. 

ხაშურში, სოფელ  ცხრამუხის დედათა მონასტერში თავდასხმა  გუშინ გვიან ღამით მოხდა. ორმა მამაკაცმა ხანდაზმულ მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მონასტერიც გაძარცვეს. დედაო მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა. პოლიციამ სასტიკ დანაშაულზე ორი პირი  27 წლისა და 39 წლის მამაკაცები დააკავა.  გამოძიება ორი  -  ძალადობით ჩადენილი ყაჩაღობისა  და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარეობს. საპატრიარქოს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი