დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში საქართველოში:

  • გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევა;
  • გამოჯანმრთელდა - 10 პაციენტი;
  • კარანტინშია - 5640;
  • სტაციონარული მკურნალობის ქვეშ - 244, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ ჩამოყვანილია - 31 პაციენტი.

ცნობილია, რომ გუშინ, შუადღისას კახეთის სოფელ ყარაჯალაში ვირუსი 10 თვის ბავშვს დაუდასტურდა.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დადასტურებული სამი ახალი ინფიცირებულიდან ერთის, ტრაილერის მძღოლის შემთხვევა, შემოტანილია. დანარჩენი ორი ინფიცირებულის შემთხვევაში კი მიმდინარეობს წყაროების მოძიება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ამ დროისთვის, ჯამში სულ დადასტურებული 1006 შემთხვევაა, გარდაცვლილია 15 ადამიანი, გამოჯანმრთელებული კი 883.

მსოფლიოში კი კორონავირუსის მაჩვენებელმა 13 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი