"კანონი არაა, სამართალი არაა, რა შუაშია ტელევიზია?!" | მონაზონი კლინიკაში რჩება, რას ფიქრობს ხალხი მომხდარ ძალადობაზე 

გამოქვეყნდა:

ძალადობის მსხვერპლი მონაზონი კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური კომენტარი კლინიკაში არ გაკეთებულა, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით, მონაზონს ტვინის შერყევა და სახის არეში დაზიანებები აქვს.

მომხდარზე განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ სასულიერო პირებს, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავარი დღეს ტაძარში წირვაზე მივიდა - მისი თქმით, ის მედიასთან კომენტარს წირვის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

მომხდარზე დღეს "მთავარ არხთან" ისაუბრა ეკლესიის მრევლმა. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ დანაშაულის მიზეზი დაუსჯელობის განცდაა. 

"ძალიან დათრგუნული ვარ და ყველასთვის მიუღებელია, რაც მოხდა. სიტყვები არ არსებობს ამისთვის, კანონი არაა, სამართალი არაა და ყველანაირი ყურადღება გვაკლია მთავრობისგან, ამდენი დამნაშავე გარეთ გამოსული არ შეიძლება, უკონტროლოა ყველაფერი. ტელევიზია რად უნდა, ხომ ვცხოვრობ და ვარ დედამიწაზე და ვხედავთ შავსა და თეთრს, რა შუაშია ტელევიზია, ტელევიზია აშუქებს, რაც ხდება", - თქვა ერთ-ერთმა მრევლმა.

მონაზონზე თავდასხმა 25 ნოემბერს მოხდა. პოლიციამ მომხდარზე 2 პირი - 27 და 39 წლის კაცები დააკავა, გამოძიება მათ ჯგუფურ ყაჩაღობასა და გაუპატიურებას ედავება. თავდასხმას გუშინ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე გამოეხმაურა, მან მომხდარში კრიტიკული მედია და კრიტიკოსები დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი