იქნებ იმის ბრალია, რომ მედიამ კი არა, საპატრიარქომ ეკლესია აქცია ძალადობის მთავარ მქადაგებელ, ‘გამპრავებელად’ ? | "გირჩი - მეტი თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

"იქნებ იმის ბრალია რომ ღმერთის არ გწამთ?..."  - პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" გუშინ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარ დანაშაულზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრეა ჯაღმაიძის განცხადებას ეხმაურება. 

პარტია განცხადებაში ღიად წერს, რომ ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის "ანტიეკლესიურ კამპანიას", ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელი ფორმით:

"საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძეს

მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი იმისათვის რომ ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი საშინელი ძალადობის ფაქტი დააბრალო მასმედიის ‘ანტიეკლესიურ კამპანიას’. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა სინდისი არ გქონდეს საერთოდ.

იქნებ ეს ტრაგედია იმის ბრალია რომ მედიამ კი არა, თქვენ, საპატრიარქომ, მოახდინეთ ქრისტიანობის სრული პროფანაცია და ქრისტეს ეკლესია აქციეთ ძალადობის მთავარ მქადაგებელ, ‘გამპრავებელ’ და დამორგანიზებელ ინსტიტუტად?

იქნებ იმის ბრალია რომ თქვენ მოაწყეთ 2013 წლის 17 მაისი, როცა გავეშებული ხროვა არამარტო გამოიყვანეთ რუსთაველზე უდანაშაულო ახალგაზრდების დასარბევად, არამედ საკუთარი ტაბურეტკებით შეურთდით მათ ამ ‘წმინდა ბრძოლაში’?

იქნებ იმის ბრალია რომ ასევე თქვენი ლოცვა-კურთხევით მოეწყო 2021 წლის 5 ივლისი, როცა ადამიანის სახე დაკარგული ბრბო ცემით კლავდა მედიის წარმომადგენლებს იგივე რუსთაველზე, და ამ სისხლიანი დღის უკვდავსაყოფად ტრუბა-კვადრატის ჯვარიც დაარჭეთ პარლამენტის შენობის წინ?

იქნებ იმის ბრალია რომ თქვენი სასულიერო პირების გონებაშეზღუდული ნაწილი, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ეკლესიის შიგნით, ქრისტესმიერი სიყვარულის ნაცვლად ამბიონიდან დღემდე ქადაგებს უთანასწორობას, უსამართლობას და სიბნელეს?

იქნებ იმის ბრალია რომ მოძალადე კრიმინალების მიერ აშენებულ ეკლესიებში ქადაგებთ? მათი ნაჩუქარი ჯიპებით მოძრაობთ? მათთან ერთად ქეიფობთ და მათთან ნაცნობობით ამაყობთ?

იქნებ იმის ბრალია რომ თქვენშიც, ე.წ მაღალი იერარქების მნიშვნელოვანი ნაწილი თავადაც ყოფილი მოძალადე კრიმინალია?

იქნებ იმის ბრალია რომ ახლაც ანაფორაში გახვეული მოძალადებითაა სავსე საპატრიარქო? მათ შორის ქალებზე და ბავშვებზე მოძალაადებით? დაგავიწყდათ ნინოწმინდის პანსიონატი? არ წაგიკითხავთ სუს-ს კრებსები?

იქნებ იმის ბრალია რომ სახარების ქადაგების ნაცვლად ამბიონიდან ,,კაჩაობთ”?

იქნებ იმის ბრალია რომ თქვენ, თითქმის ყველას ვინც ანაფორებს ხართ ამოფარებული, ქალი მართლა მეორეხარისხოვანი არსება გგონიათ, რომელიც უნდა გემსახუროთ მთელი ცხოვრება, მაგრამ არ გააჩნდეს საკუთარი ცხოვრება?

იქნებ იმის ბრალია რომ მოუნათლავი ბავშვები ჯოჯოხეთში გაუშვით?

იქნებ იმის ბრალია რომ სუროგაციით დაბადებული ბავშვები დაწყევლეთ?

იქნებ იმის ბრალია რომ ვერ ელევით 100 ათასიან მანქანებს, ფულს, ქონებას, ოქროს ჯაჭვებს ყელზე და 5 ათას ლარიან მობილურებს ჯიბეში, როცა გარშემო ადამიანები თეთრებს ითვლიან ჩაის საყიდლად?

იქნებ იმის ბრალია რომ გმობთ დასავლეთს, ძალადობისგან ყველაზე თავისუფალ სივრცეს თანამედროვე სამყაროში და ვერ ელევით დედააფეთქებულ რუსეთს, რომელიც საუკუნეებია ძალადობს ყველაზე და ყველაფერზე? თუმცა იმავე დასავლეთში დარბიხართ სამკურნალოდ თუ საშოპინგოდ

იქნებ იმის ბრალია რომ ეკლესია აქციეთ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად და ყოველი არჩევნების წინ, მატერიალური სიკეთეების მოსაპოვებლად, საარჩევნო ხმებში ახურდავებთ მრევლის ბრმა ნდობას?

იქნებ იმის ბრალია რომ საბჭოთა ბოროტების ნგრევის შემდეგ, ნაცვლად უმეცრებასთან დაპირისპირებისა, ხალხის უმეცრებაზე მოიწყეთ ცხოვრება და გაგიტკბათ?

იქნებ იმის ბრალია რომ ქრისტეს ნაცლად ერთი სტაჟიანი სუკის აგენტი გააკერპეთ, რომელიც სამსახურებრივად რანგით უფროსს, ნაბიჭვარ კირილს ულოცავს დაბადების დღეს, როცა ის უკრაინაში ბავშვების ხოცვაზე იძლევა ლოცვა-კურთხევას?

იქნებ იმის ბრალია რომ ფარისევლობა და ტყუილი იქცა თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობად?

იქნებ იმის ბრალია რომ ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ახერხებთ უსინდისოდ მორალური პედესტალიდან ვიღაცეების აქეთ დამუნათებას?

იქნებ იმის ბრალია რომ ამდენი წელია გაგდით და დღემდე ძალიან ცოტას ჰყოფნის გამბედაობა სიმართლე გითხრათ პირში?

იქნებ იმის ბრალია რომ ღმერთის არ გწამთ?"- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ის, რაც ცხრამუხის დედათა მონასტერში მოხდა "ანტიეკლესიური კამპანიის" შედეგია, რომელსაც მისივე თქმით, მედია ეწევა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი