მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ისინი ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ.
"მონასტერში საერთოდ არ ვყოფილვართო" - თქვა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა.
ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში თავდასხმა 25 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა. ორმა მამაკაცმა ხანდაზმულ მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მონასტერიც გაძარცვეს. სასულიერო პირი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.
იხილეთ ასევე: