რუსთავში 20 წლის გოგო დაჭრეს - ბრალდებული, 18 წლის გოგო დაკავებულია

გამოქვეყნდა:

რუსთავში სასტუმროსთან 20 წლის გოგო დაჭრეს. დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც "მთავარ არხს" კლინიკის დირექტორმა განუცხადა, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით, მუცლის არეში აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის მოლარეა და ჭრილობები მას გვიან ღამით მიაყენეს.  უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ სავარაუდო დამნაშავე, უკვე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 18 წლის გოგო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი