
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე საკითხის შესწავლა დაიწყო.
საუბარია, "იმედის" ჟურნალისტ, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტზე. ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული მოსაზრებების გამო მოქალაქეებს პირადად დაურეკა და მიზეზი ჰკითხა.