შაქარაშვილის საქმეში, არასრულწლოვანზე განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურია ჩართული. ლონდა თოლირაიას განცხადებით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უწყებაში ამბობენ,რომ გამოძიების დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი.
თოლორიას თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით მათ მხოლოდ პროცესის ერთ-ერთმა მონაწილემ მიმართა და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
"თქვენ იცით, რომ ასეთ საქმეებზე ერთ კვირაში, ორ კვირაში გამოძიება ვერ და არ სრულდება, ობიექტური გარემოებების გამო", - განაცხადა მან.
დამატებით დეტალებზე საუბრისგან თოლორაია ამ ეტაპისთვის თავს იკავებს.