ჩოლოიანის სასამართლო - 15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს

გამოქვეყნდა:

"ამ ცხოვრების დედაც" - სწორედ ამ ფრაზის კედელზე დაწერის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანილი 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს კითხავენ. პროცესს დაკავებულიც ესწრება, რომნელიც ბრალს არ აღიარებს.

გამოძიების ინფორმაციით, მოწმეები ადასტურებენ, რომ გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ლუკა სირაძისგან ჩვენების მიცემას იძულების წესით ითხოვდა. დაღუპული მოზარდის ოჯახის ადვოკატი ირწმუნება, რომ გამომძიებლის წინააღმდეგ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, საიდანაც მარიანა ჩოლოიანის ბრალეულობა დასტურდება. 

დაცვის მხარე კი მიიჩნევს, რომ ჩოლოიანი უდანაშაულოა და მის მიმართ არ არსებობს სერიოზული სამხილი, რომელიც მის დანაშაულს გამოკვეთს. ყოფილი გამომძებლის ადვოკატი ამბობს, რომ თუ სასამართლო ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლებს, ის ჩოლოიანს უდანაშაულოდ ცნობს.

დღეის მდგომარეობით ისევ მიმდინარეობს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა... ქალბატონი მარიანა არ ეთანხმება მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, ვინაიდან მისი მიმართ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეა საუბარი, რასაც ადგილი არ ჰქონია, - ამბობს ადვოკატი არჩილ შაბაშვილი.

საქმეში ჩართულია სახცელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც. ლონდა თოლორაიას თქმით, საქმეში იკვეთება სამართალდამცველების დისციპლინური გადაცდენა და ამის შესახებ მან უკვე მიაწოდა ინფორმაცია შსს-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი