დერცელის სკოლის ყოფილ ბუღალტერს, რომელმაც ბიუჯეტის ფული აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა, 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო  სკოლის ბუღალტერს, რომელმაც ბიუჯეტის 142 629 ლარი აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ყოფილი ბუღალტერი 6 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი ექნება, 4 წელი კი გამოსაცდელი ვადა.

შეგახსებთ, რომ გახსენბსოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით - 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი