
სად გაქრა "ოქროს მოწმის" გური ამირხანაშვილის ჩვენება გიორგი საქარაშვილის საქმიდან, რატომ დაკითხეს მეხუთედ ამირხანაშვილი და რატომ არ დევს საქმის მასალებში მისი გამოკითხვის ოქმი - დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, გამოძიება ჩვენების გაქრობას საქმის კვალიფიკაციის შეცვლას უკავშირებს და განმარტავს, რომ რახან გამოძიებას დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს. ის ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ყველა საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის ფარგლებში ადვოკატებისთვის გასაიდუმლოებულია. განზრახ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება სამართალდამცველებს ამ დრომდე არც ერთი დაკავებულისთვის არ წაუყენებიათ.
საქმეში ამ დროისთვის ამირხანაშვილის 4 ჩვენება დევს, თუმცა ის მეხუთედაც დაკითხეს. ადვოკატების თქმით, ჯერჯერობით არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ არის ჩატარებული, რაც 109-ე მუხლით ძიებასთან იქნებოდა დაკავშირებული. ისინი ფიქრობენ, რომ 109-ე მუხლით საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფა საეჭვო ქმედებაა და საგამოძიებო ორგანოებს არ უნდათ მათ საქმიანობასთან დაკავშირებით მეტი შეკითხვა და კრიტიკა გაჩნდეს.
დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ თუ საგამოძიებო ორგანოები არ დაკითხავენ საქმის მოწმეებს, ამას დაცვის მხარეს მოითხოვს ჯერ ნებაყოფლობით, შემდეგ კი სასამართლოს მეშვეობით.
შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველსაც, რომელსაც ჯერ კიდევ არ გადმოსცემია პროკურატურისგან საქმის მასალები. ლომჯარიას თქმით, შსს-სთან ამ ამჟამად ტექნიკურ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
სახალხო დამცველი ვარაუდობს, რომ საქმეში არსებულ 18 ტომს დაახლოებით ერთ კვირაში გაეცნობიან და მონიტორინგის შედეგებს საზოგადოებას ამის შემდეგ აცნობენენ.
უცნობია, რა ჩვენება მიაწოდა გურამ ამირხანაშვილმა გამოძიებას. ბოლო დღეებში "ოქროს მოწმე" არსად ჩანს. მისი მეზობლებიც კი ამბობენ, რომ არაფერი იციან ოჯახის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვების შემდეგ გადაკვალიფიცირდა და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით, გაზრახ მკვლელობის კვალიფიკაციით გაგრძელდა.